საზოგადოება
კულტურის ცენტრის თანამშრომლებს ხელშეკრულებები გაუგრძელდათ
ააიპ-ი გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრში სტრუქტურის ოპტიმიზაცია გრძელდება.

დირექტორის ვალერი შოშიაშვილის განმარტებით, ყველა თანამშრომელს ხელშეკრულება კიდევ ერთი თვით გაუგრძელდა.
„მიმდინარეობს განყოფილებების ოპტიმიზაცია და ხდება მათი გამსხვილება. თუ ვის შეეხებოდა საკადრო პოლიტიკა, ამ მიმართულებით კვლავ ვმუშაობთ. მათთან გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკება. გარკვეული პერიოდით მათ გაუგრძელდათ ხელშეკრულება. როდესაც კულტურის ცენტრის ახალი სტრუქტურა დამტკიცდება, მოხდება განყოფილებების შეჯერება და ერთმანეთთან შერწყმა, ამის მერე უკვე შევძლებთ კონკრეტულად გითხრათ აღნიშნული საკადრო პოლიტიკა ვის შეეხება და ვის არა. “

მისივე თქმით, მიმდინარეობს სწორი და ჯანსაღი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს გურჯაანში კულტურული ცხოვრების განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ ააიპ-ი გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის რეორგანიზაცია ერთი თვის წინ დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google