საზოგადოება
გაძვირდება თუ არა გადასახადი გურჯაანის ბაზარში რეაბილიტაციის შემდეგ
სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს გურჯაანში განახლებული აგრარული ბაზარი გაიხსნება. „გლეხური ბაზრის“ დირექტორის, ლამარა აკოფაშვილის თქმით, ის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება.

„ბაზრის რეაბილიტაცია ივლისში დაიწყო. დიდძალი სამუშაოებია ჩასატარებელი: დაიყარა მიწა, გამაგრდა საძირკველი და ა.შ. უნდა გაკეთდეს კანალიზაცია, სველი წერტილები, ასევე მოსაწესრიგებელია დახლები. თუ ბუნებრივი ხელის შემშლელი პირობები არ არის, ყოველდღე 15-20 კაცი მუშაობს. საქმე იმაზე ბევრია, რაც გვეგონა. ძირითადი მძიმე სამუშაოები უკვე დასასრულისკენაა. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, რეაბილიტაცია სავარაუდოდ, ოქტომბრისთვის დასრულდება. ყველაფერი კაპიტალურად და მაღალ დონეზე კეთდება. ხორცისა და ყველის სექციები დახურულ სივრცეში განთავსდება. რეაბილიტაციის შემდეგ, გარემოვაჭრეებიც აქ შემოვლენ.“

მისივე თქმით, დახლებზე მოვაჭრეებისთვის გადასახადი არ გაძვირდება, ხოლო რაც შეეხება წერტებს და ჯიხურებს, იქ ალბათ ფასი მოიმატებს.

| Print |
FaceBook Twitter Google