საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2020
წლის ბიუჯეტში ასაკით პენსიონერებისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და
პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
პენსიის ზრდაა გათვალისწინებული.
როგორც გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის
პროექტის წარდგენისას განაცხადა, 70 წელს გადაცილებული
პენსიონერებისთვის პენსია 50-ლარით იზრდება.
„პრინციპების დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში
გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და
პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
20 ლარით პენსიის ზრდა. გარდა ამისა, 1-ელი ივლისიდან 70 წელს
გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდა, რაც
იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს
პენსია გაეზრდებათ 50 ლარით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები