საზოგადოება
დღეიდან მიმოქცევაში განახლებული ათლარიანი გამოვა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეიდან მიმოქცევაში 10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გამოვა.

განახლებული ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული“ მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.
უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები „იმერეთი-დედაჩემი“ ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი.

განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება ეტაპობრივად დაიწყო. 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები, შემდეგ, 2016 წლის 1 ნოემბრიდან - 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, ხოლო 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები 2017 წლის 1 სექტემბრიდან ჩაეშვა.





| Print |
FaceBook Twitter Google