გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში
ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
უწყების ინფორმაციით, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან
ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე
შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე
წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული
პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები