გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-15 დეკემბერს საქართველოში
უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
უწყების ინფორმაციით, 13 დეკემბრიდან ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის
მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში
+12, +17 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში ღამის
საათებში ეციება, დღისით კი ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში
+9, +11 გრადუსია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები