საზოგადოება
სამხედრო მოსამსახურეები ახალი სადაზღვევო პაკეტით ისარგებლებენ
დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პაკეტით ისარგებლებენ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მინისტრის განცხადებით, ახალი სადაზღვევო პაკეტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების პირობები. სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურების გაზრდილი ლიმიტითა და მრავალფეროვანი სერვისით ნებისმიერ პროვაიდერ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება მიიღონ. წინა სადაზღვევო პაკეტთან შედარებით არსებულ პაკეტს დაემატა სტომატოლოგიური, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების ქველიმიტები, გაუმჯობესდა გამონაკლის შემთხვევებში არსებული სამედიცინო მომსახურების პირობები. განახლებული პაკეტის ფარგლებში გაიზარდა მომსახურე აფთიაქების, მედიკამენტების ლიმიტებისა და ასევე დაფინანსების ლიმიტების რაოდენობა, მათ შორის სამშობიარო, გეგმიურ-ამბულატორიულსა და გეგმიურ სტაციონალურ მომსახურებაზე.


| Print |
FaceBook Twitter Google