საზოგადოება
გურჯაანში გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა დასრულდა
გურჯაანში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა დასრულდა.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის გნმარტებით, სამშენებლო სამუშაოებისთვის 316 ათასი ლარი იყო განსაზღვრული.
„ობიექტი უკვე მზად არის. დასრულებულია შიდა სამუშაოები და ეზოს მოპირკეთება. ამჟამად ველოდებით მონიტორინგის დასკვნას და გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. ამის შემდეგ შენობას შესაბამის სამსახურს გადავცემთ.“

შეგახსენებთ, რომ ცენტრის მშენებლობა ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით 2019 წლის სექტემბერში დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები 112 / გურჯაანი /