კორონავირუსით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში კიდევ 105 ადამიანი
გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1770-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია
ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსით
დაინფიცირების 2048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული
შემთხვევების რაოდენობა 70548-ს აღწევს. დაინფიცირებული პაციენტებიდან
10 844 სათანადო მკურნალობის ჩატარების შემდეგ საავადმყოფოებიდან
გაწერეს.
ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევების 94 პროცენტზე მეტი ჰუბეის
პროვინციაშია გამოვლენილი.
მასალის გამოყენების პირობები