2019 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს
თანამშრომლებზე ჯილდოს სახით 69, 297 ლარი გაიცა.
speqtri.ge-ს ოფიციალურ მიმართვაზე მუნიციპალიტეტის მერიის პასუხში
ვკითხულობთ: „2019 წლის დეკემბრის თვეში, მერიის მოხელეებზე, რომელთაც
შესაფასებელ პერიოდში განხორციელებული შეფასების შედეგების მიხედვით
მიიღეს „კარგი“ ან „საუკეთესო“ შეფასება, გაცეული იქნა ფულადი ჯილდო,
თითოეულ მოხელზე მათი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 50 %-ის
ოდენობით.“ წახალისების ფორმად გამოიყენა ფულადი ჯილდო საკრებულომაც,
რომელიც ასევე შეადგენს ერთი თვის თანამდებოებრივი სარგოს 50%-ს.
ჯამში, გასულ წელს მუნიციპალიტეტის მერიაში საახალწლოდ ჯილდოს სახით
146 ადამიანზე 59, 147 ლარი გაიცა, ხოლო საკრებულოს 20 თანამშრომელზე
- 10 150 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები