სასაფლაოების მოვლა-პატრონობის განყოფილება დასუფთავების სამსახურს შეურთდა
ააიპი მუნიციპალური სერვისის დაქვემდებარებაში არსებული სასაფლაოების
და სკვერების მოვლა-პატრონობის განყოფილება, დასუფთავების სამსახურს
შეუერთდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, სიმონ ქოჩორაშვილის
განმარტებით, მუნიციპალურ სერვისს მხოლოდ სოფლის წყლები და გარე
განათება დარჩა.
„სასაფლაოების და სკვერების მოვლა-პატრონობის განყოფილება,
დასუფთავების სამსახურის დაქვემდებარებაში პირველი თებერვლიდან
გადავიდა. მარტიდან აქვე შეიქმნება გამწვანების განყოფილება.
დასუფთავების სერვისი მანამდე კურირებდა მხოლოდ სოფლის და ქალაქის
ნარჩენების გატანა-დასუფთავებას.“
მისივე თქმით, რეორგანიზაციის შედეგად მოხდება თუ არა კადრების
შემცირება ან დამატება, ამას უკვე მიმდინარე პროცესი აჩვენებს.
მასალის გამოყენების პირობები