საზოგადოება
ყველიერის კვირა დაიწყო

დღეიდან ყველიერის კვირა დაიწყო. როგორც წესი, ყველიერის კვირა მოძრავია. ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის.



ხსნილია რძის ნაწარმით, კვერცხითა და თევზით ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით და იკრძალება ხორცის მიღება. დიდმარხვის განმავლობაში “დილისა” და “ძილის წინ” ლოცვების შემდეგ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. ამ ლოცვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას ვამბობთ, შემდეგ კი – შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით. ეფრემ ასურის ლოცვას არ ვასრულებთ პარასკევ საღამოდან კვირა დილის ჩათვლით.

მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ჩვეულებისამებრ, ყველიერის კვირას ქრისტიანები ერთმანეთს სთხოვენ შენდობას. ამიტომ ამ დღეს შენდობის კვირაც ეწოდება. ყველიერის კვირის დასრულების შემდეგ იწყება დიდი მარხვა, რომელიც 19 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდე

 

| Print |
FaceBook Twitter Google