"ახაშენი ღვინის კურორტი & სპა" შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე
გარკვეული დროით საკარანტინე ზონად გამოცხადდა, ამის შესახებ
ინფორმაციას სასტუმროს ადმინისტრაცია ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.
„სასტუმროს პერსონალმა გაიარა სპეციალური ტრენინგი და ყველა წესის
დაცვით ემსახურება შენობაში მოთავსებულ სტუმრებს, რომელთაგან ერთი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და სპეციალურ საჭიროებებზე
ადაპტირებული ნომრით სარგებლობს. თანამშრომლები 24 საათის
განმავლობაში სრული დატვირთვით მუშაობენ, რათა სტანდარტების
შესაბამისი პირობები შეუქმნან კარანტინში მყოფ პირებს.“- აღნიშნული
განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო პერსონალი და
იქ მყოფთა მდგომარეობა მუდმივად კონტროლდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის შიდაგავრცელების
პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს
გამოცხადდა.
ამავე თემაზე იხილეთ:
KTW ჯგუფი სახელმწიფოს
კარანტინისთვის სასტუმრო ახაშენს სთავაზობს
კახეთის საკარანტინო ზონაში 392 მოქალაქე
იმყოფება
პარლამენტმა
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი
დაუჭირა
მასალის გამოყენების პირობები