საზოგადოება
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 100 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 18. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 266 პირი.

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 21 მარტს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google