საზოგადოება
რა უნდა ვიცოდეთ საყოველთაო კარანტინის დროს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი, რომლის ფარგლებში კიდევ უფრო გამკაცრდა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული აკრძალვები. გამოცხადდა ე.წ. საკომენდანტო საათი, რომელიც მოქმედებს 21 საათიდა 6 საათამდე.

რა უნდა ვიცოდეთ საყოველთაო კარანტინის დროს:

სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის.

დასაშევებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის თუ ორი იქნება უკანა სავარძელზე.  რეკომენდაციის არგათვალისწინების შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაწებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2 მეტრის სოციალური დისტანცია.

აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში თუ ისინი არიან მარტოხელები, ვალდებულება აქვს რომ დაეხმაროს ეკონომიკის ჯანდაცვის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.

ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი.
იკრძალება 21 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით.

მოეწყობა საკონტროლო პუნქტები ყველა დიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. 

ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილების პირობებში, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოში შეიქმნება ცხელი ხაზი, 144–ზე დარეკვის შემთხვევაში მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე უპასუხებენ.

საქართველოში საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განცხადება გუშინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდეა განსაზღვრული.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში სტიქიის შედეგად
დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვა მიმდინარეობს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვა მიმდინარეობს.
14:41 / 13.05.2021
12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა, რომელიც 1974 წლიდან
აღინიშნება. ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) მიიღო
გადაწყვეტილება, რომ ექთნების საერთაშორისო დღედ ფლორენს ნაითინგელის
დაბადების დღე, 12 მაისი ყოფილიყო. ეს არის ქალბატონი, რომელმაც
საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და
განვითარებას.
12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა, რომელიც 1974 წლიდან აღინიშნება. ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნების საერთაშორისო დღედ ფლორენს ნაითინგელის დაბადების დღე, 12 მაისი ყოფილიყო. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას.
07:20 / 12.05.2021
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. ეკლესია წმინდა
გიორგის დღესასწაულს ორჯერ აღნიშნავს. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე
წამების დღეა. ამ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა
ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. ეკლესია წმინდა გიორგის დღესასწაულს ორჯერ აღნიშნავს. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეა. ამ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.
11:10 / 06.05.2021
რამდენიმე დღის წინ მოსულმა სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის
სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა.
რამდენიმე დღის წინ მოსულმა სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა.
15:17 / 05.05.2021
სამართალი
ყვარელი-ახალსოფელის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
17:04 / 22-04-2021
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ლაგოდეხში, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი გარდაიცვალა.
09:49 / 22-04-2021
ლაგოდეხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გურჯაანი-აფენის გზაზე მოხდა.
10:32 / 21-04-2021
ეკონომიკა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო მაჩხაანში, მეორე და მეცხრე ქუჩების შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
12:45 / 23-04-2021
სამთაწყარო-ფიროსმანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
15:55 / 22-04-2021
სხვა ამბები
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული სპარდაკიადა გრძელდება. ფრენბურთში სპარტაკიადის გამარჯვებული ვაჟთა შორის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში ბაკურციხის სკოლის გუნდი დაამარცხა.
17:30 / 28-04-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სასკოლო სპორტული სპარტაკიადის ფარგლებში, ფრენბურთის ტურნირი გაიმართა გოგონათა შორის, რომლის გამარჯვებულიც სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
13:18 / 27-04-2021
გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზის გახსნა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც ჩვენთან საუბარში დირექტორმა, გელა დალაქიშვილმა განმარტა, თვითონაც მოლოდინის რეჟიმში არიან.
17:06 / 26-04-2021
კახეთში გამოცდილი და ასევე დამწყები პედაგოგებისთვის, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, კონკურსი ტარდება. ფონდის ინფორმაციით, ამ ღონისძიების მიზანია მასწავლებლების წახალისება, რაც ხელს შეუწყობს მათ მიერ სწავლების ეფექტური პრაქტიკის დანერგვას, მათი საქმიანობის სტიმულირებას და მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას.
17:19 / 23-04-2021
სოფელ ხირსაში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილზე მოინახულა. მოედნის მშენებლობა რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. [R]
16:05 / 23-04-2021
ტესტი
1939 წლის 26 მარტს დაიბადა თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი. მისი უამრავი ნაწარმოები შეიყვარა საზოგადოებამ. გთავაზობთ კითხვარს, რომელიც სწორედ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ეხება. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ მის ნაწამოებებს.
08:59 / 26-03-2021
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს.
21:10 / 16-05-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
4.1392
USD
USD
1
3.4186
GBP
GBP
1
4.8110
TRY
TRY
1
0.4052
RUB
RUB
100
4.6170
ამინდი
გურჯაანი 15 / 31 °C
img
საგარეჯო 13 / 27 °C
img
დ.წყარო 15 / 24 °C
img
სიღნაღი 16 / 31 °C
img
ლაგოდეხი 15 / 28 °C
img
ყვარელი 15 / 31 °C
img
თელავი 15 / 29 °C
img
ახმეტა 14 / 28 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2021 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.