საზოგადოება
რა უნდა ვიცოდეთ საყოველთაო კარანტინის დროს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი, რომლის ფარგლებში კიდევ უფრო გამკაცრდა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული აკრძალვები. გამოცხადდა ე.წ. საკომენდანტო საათი, რომელიც მოქმედებს 21 საათიდა 6 საათამდე.

რა უნდა ვიცოდეთ საყოველთაო კარანტინის დროს:

სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის.

დასაშევებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის თუ ორი იქნება უკანა სავარძელზე.  რეკომენდაციის არგათვალისწინების შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაწებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2 მეტრის სოციალური დისტანცია.

აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში თუ ისინი არიან მარტოხელები, ვალდებულება აქვს რომ დაეხმაროს ეკონომიკის ჯანდაცვის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.

ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი.
იკრძალება 21 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით.

მოეწყობა საკონტროლო პუნქტები ყველა დიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. 

ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილების პირობებში, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოში შეიქმნება ცხელი ხაზი, 144–ზე დარეკვის შემთხვევაში მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე უპასუხებენ.

საქართველოში საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განცხადება გუშინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდეა განსაზღვრული.
| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.