საზოგადოება
ვის გადაუხდის კომუნალურ გადასახადებს სახელმწიფო
„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეებს, რომელიც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე 200 მ3-ზე ნაკლებ გაზს, 3 თვის განმავლობაში: მარტი, აპრილი და მაისი სრულად დაუფინანსებს კომუნალურ გადასახადებს.“ - ამის შესახებ საქართველოს პრმიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი, ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული იმ მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდეგ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი ასევე პირდაპირი დახმარებისთვის.“


პრემიერის განცხადებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია , რომ მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენოთ ის თითოეული ლარი, რომელის მობილიზებაც მოხერხდა ბიუჯეტში.

ეს არის 2 მილიარდი ლარი ეკონომიკისა და მოქალაქეების პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით და 331 მილიონი ლარი კოვიდ 19-თან ბრძოლის ღონისძიებებისთვის.





| Print |
FaceBook Twitter Google