ჯანდაცვა
ცხელების ცენტრები თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებენ - ირაკლი ქადაგიშვილი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს რეგიონში არსებული ცხელების ცენტრები მოინახულა. მისი თქმით, ყველგა სტაციონარში დამაკმაყოფილი მდგომარეობაა.

"დავათვალიერეთ თითოეული ცხელების ცენტრი. პერსონალი შესაბამისად მოტივირებულია. გააჩნიათ მკურნალობისთვის საჭირო გაიდლაინები და აღჭურვილობა. ვფიქრობთ, რომ ეს ცხელების ცენტრები თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებენ. თუმცა ვიმედოვნებთ, მათი გამოყენების დიდი საჭიროება არ დადგება," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კახეთში სულ 4 ცხელების ცენტრია გახსნილი: საგარეჯოში, ლაგოდეხსა და თელავის მუნიციპალიტეტებში.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 174 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google