საზოგადოება
ალავერდის ტაძარში ხარების დღესასწაული იზეიმეს
ალავერდის მამათა მონასტერში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დილიდან ხალხმრავლობაა. მომლეცველებს ტაძარში სპეციალური ნიშნები დახვდა, რომელიც ეპარქიამ დისტანციის დაცვის მიზნით გააკეთა.
ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა სადღესასწაულო მსახურება აღავლინა და მრევლი დალოცა.

"ეს დღეები მუმდივად ლაპარაკია ვირუსზე, საფრთხეებზე, რა თქმა უნდა, წესები, როგორც მოქალაქეების ვალია, უნდა დავიცვათ, მაგრამ რწმენას არ უნდა ვუღალატოთ. ვინც მოითხოვს სახლში ზიარებას, სამღვდელობა მზად არის, მივიდეს, აღსარება მოისმინოს და წესისამებრ აზიარონ კიდეც. ვცდილობთ, დადგენილი მოთხოვნები დავიცვათ."-, აღნიშნა მღვმდელმსახურების დასრულების შემდეგ ქადაგებისას მეუფე დავითმა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ზიარების შემდეგ მორწმუნეებს საშუალება ჰქონდათ, სიტკბოება მიეღოთ როგორც საეკლესიო ჭურჭლიდან, ასევე ერთჯერადი ჭიქებიდან.

აქვე შეგასენებთ, რომ საპატრიარქომ არ შეცვალა ზიარების წესი, თუმცა, დისტანციის დაცვის მიზნით, ეკლესიებში გააკეთეს სპეციალური მონიშვნები. საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ეკლესიები საღამოს 8 საათზე დაიკეტოს.

| Print |
FaceBook Twitter Google