საზოგადოება
პური არ უნდა გაძვირდეს - სოფლის მეურნეობის მინისტრი
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პური არ უნდა გაძვირდეს. მისი თქმით, როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს მათ შორის საგანგებო უფლებებსაც კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც.

„აქ მე შეიძლება ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს იმიტომ, რომ გაძვირებას ობიექტური წინაპირობა არ უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავინახეთ ხორბლის ფასის მცირე მერყეობა და გარკვეული ზრდა იგივე შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, ეს არის დროებითი მოვლენა ერთის მხრივ, და ეს დროებითი მოვლენა სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით, რომელიც ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტზე განვახორციელეთ, აქვს დაზღვეული. ჩვენ რეალურად იმპორტიორებსა და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც, მათ შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია იმისთვის, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ 10 მარტის მდგომარეობით, ვიდრე ზოგადად ფასების გაძვირების წინაპირობები შეიქმნებოდა, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ ფქვილის ფასი პურის ინდუსტრიისთვის. პურის ინდუსტრიასთან დღესაც გვქონდა შეხვედრა, ფაქტობრივად, შევხვდით ასოციაციის წევს კომპანიებს იმისთვის, რომ თუ არ იქნება წინაპირობა ძირითადი ნედლეულის, ფქვილის გაძვირების, პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს”, - განაცხადა ლევან დავითშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რომ მოსახლეობას დამატებითი უხერხულობა, დამატებითი პრობლემა არ შეექმნას, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტს ეხება.
| Print |
FaceBook Twitter Google