საზოგადოება
400 000 ქართული წარმოების პირბადე გაყიდვაში დღეიდან ჩაეშვება
დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები უკვე გავუშვით სააფთიაქო ქსელებში. საწყის ეტაპზე ეს არის 400 000 ცალი. - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარბეის მინისტრმა, ნათია თურნავამ. მისივე თქმით, დაახლოებით 2 დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ ეს პირბადეები გადანაწილდეს ოთხ სააფთიაქო ქსელში: ჯიპისი, ავერსი, ფარმადეპო და პეესპე.

„ყველაზე გვიან შაბათ დღეს ამ აფთიაქებში შესაძლებელი იქნება ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადეების შეძენა. რაც შეეხება ფასებს, ნედლეულის მობილიზებას ახდენს სახელმწიფო და ჩვენი სამინისტრო, მისი მოწოდება ხდება სხვადასხვა ქვეყნიდან, რასაც თავისი ღირებულება გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი კომპანიები უსასყიდლოდ გვიკერავენ, სახელმწიფოს მისი შეკერვა მაინც უჯდება 1 ლარზე მეტი. ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეები გაიყიდოს 50 თეთრად. ეს იქნება სუბსიდირებული ფასი. მნიშვნელოვანია, რომ გვეთანამშრომლებიან აფთიაქები და ისინიც განიხილავენ ამას, როგორც სოციალურ პროექტს და საკუთარ ფასს არ დაამატებენ.“

ნათია თურნავას თქმით, თავდაპირველად ერთ მომხმარებელზე სავარაუდოდ 3 პირბადე გაიცემა.
„როდესაც ამოიყიდება, ჩვენ მას შევავსებთ. გარდა ამისა, ბაზარზე შემოდის სხვა პირბადეებიც და ამის მიხედვით, შეიძლება ეს შეზღუდვები მოიხსნას. ჩვენ ვსაუბრობთ დოლბანდის მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებზე, რომელიც შეიძლება გაირეცხოს, შესაბამისი ინსტრუქციით.“

| Print |
FaceBook Twitter Google