საზოგადოება
თელავის ცენტრალურ ქუჩებს სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ
ამ წუთებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, თელავის ცენტრალური ქუჩების სადენზიფეციო ხსნარით დამუშავება მიმდინარეობს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, მთელი ღამის განმავლობაში დაგეგმილია ქალაქის ცენტრალური ქუჩების მორეცხვა. ხვალ საღამოს კომენდანტის საათის დაწყებისთანავე აღნიშNული ღონისძიებები სხვა ქუჩებზეც განხორციელდება.

პროსცესში ჩართულია თელავის მერიის კეთილმოწყობის სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის რეგიონული სამმართველოს მეხანძრე - მაშველები და სახანძრო - სამაშველო ტექნიკა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საყოველთაო კარანტინის შესახებ განცხადება 30 მარტს გააკეთა, ქვეყანაში 21 აპრილამდე ასევე მოქმედებს საკომენდანტო საათი.


| Print |
FaceBook Twitter Google