საზოგადოება
კახეთი ჯერჯერობით დაცულია, თუმცა არავის არ აქვს დაწყნარების უფლება - ირაკლი ქადაგიშვილი
კახეთის რეგიონი ჯერჯერობით კიდევ დაცულია და სუფთა რეგიონად ითვლება, თუმცა არავის აქვს დაწყნარების უფლება, ამიტომ ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს შესაძლოა ვირუსის აფეთქება მოხდეს, - ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული რეგულაციები მაქსიმალურად დაიცვან.

" ჩვენ შევდივართ პანდემიის პიკურ ზოლში, ზუსტად არავის შეუძლია იმის თქმა, როდის და როგორ განვითარდება მოვლენები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ კონტროლს გავაგრძელებთ და მთელი რიგი ღონისძიებებია ამ მიმართულებით გატარებული, მათ შორის ის, რომ ვაჭრობის დიდი თავშეყრის ადგილები არის განეიტრალებული, დახურულია ბაზრები. მაქსიმულად ვცდილიბთ, რომ სუპერმარკეტები იქნება, სხვა სავაჭრო ქსელი თუ გარევაჭრობა, იყოს გაშლილი ისეთ ადგილზე, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოების ზონა იქნეს შექმნილი."

ირაკლი ქადაგიშვილმა სეზონური მოსავლის რეალიზაციის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფერმერს და გლეხს, მოწეული მოსავალი არ უნდა დარჩეს გაუყიდავი.


„ამის პარალელურად ყველას ევალება, რომ საქმიანობა იყოს შეთანხმებული მუნიციპალიტეტთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან, რომ კონტროლი არ დავკარგოთ არსებულ ვითარებაზე, ამიტომ ყველას ძალიან ვთხოვ, რომ ეს წესები იქნას მკაცრად დაცული. “

რეგიონის გუბერნატორი აღდგომის დღესასწაულზე საფლავებზე გასვლის ტრადიციასაც შეეხო და მოსახლეობას მოუწოდა საფლავზე გასვლისგან თავი შეიკავონ.

„აქაც ჩვენ მოგვიწევს ქცევის წესების მკაფიოდ და მკაცრად შეცვლა. ეს განსაკუთრებით ეხება საფლავებზე გასვლის ტრადიციას. წელს ამის განხორციელება არ უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი საფრთხე კორონავიურისის ახალი კერის შექნასთან დაკავშირებით. ყველას მოვუწიდებ, მაქსიმალურად იქნას თავი შეკავებული ამ ტრადიციის განხორცილებისაგან,-" განაცხადა კახეთის უბერნატორმა.

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შესაძლებელია სახელმწიფოს მოუწიოს სასაფლაოების დახურვა. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკაზე.

მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ოთხ დიდი ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული 10 დღით.
| Print |
FaceBook Twitter Google