საზოგადოება
გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის განცხადება
გურჯაანიისა და ველისციხის ეპარქია, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
„საინფორმაციო საშუალებებში გაჟღერებული ინფორმაციის არაზუსტი ინტერპრეტაციის გამო, რომელშიც იყო ნათქვამი, რომ თითქოსდა მრევლს ეკრძალებოდა ტაძარში მისვლა, გვსურს შევიტანოთ შესწორება იმის თაობაზე, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება აღესრულება საპატრიარქოს მიერ განცხადებული განწესების მიხედვით, თუმც მოყვასისადმი ღვთისმიერი სიყვარულის გამო, სახლში დარჩენა, გამომდინარე გარემოებების გათვალისწინებით, ეკლესიის არც ერთ წევრს არ ჩაეთვლება არაღვთისნიერ და არაეკლესიური მოქმედებად, რამეთუ მოყვასისადმი სიყვარული და გაფრთხილება არის საფუძველი სარწმუნოებისა, რაც იყო სწორედ რჩევის სახით მითითებული.“ - აღნიშნულია განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავარ, მეუფე დავითდავითის განცხადებით, ალავერდის საკათედრო ტაძარში სააღდგომო მსახურება ღამისთევით ჩაატარდება. მისი თქმით, მრევლი, რომელიც ვერ შეძლებს ღამით მისვლას, სახლში დარჩება და მეორე დილით 7 საათზე მივა სამრევლო ტაძრებში.

გურჯაანის სამების ტაძრის მღვდელ-მონაზონმა მამა ილიამ კი speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ სამების ტაძარში მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება.


| Print |
FaceBook Twitter Google