ახალი ამბები
თელავის ბაზარი 27 აპრილს გაიხსნება
თელავის აგრარულ ბაზარში სარემონტო სამუშაოები მალე დასრულდება და 27 აპრილს ბაზრის გახსნაც იგეგმება.
"დაგვრჩა რამდენიმე მცირე დეტალი, რომელიც ორშაბათამდე მოწესრიგდება, სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმებს და დიდი ალბათობით ბაზარი 27 აპრილს გაიხსნება", - განაცხადა აგრარული ბაზრის დირექტორმა მერაბ თურქოშვილმა.

თელავის აგრარული ბაზარი 5 აპრილს დაიხურა. ამ დროისთვის ასევე დახურულია გურჯაანის ბაზარიც, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. გურჯაანის ბაზარი 6 აპრილს დაიხურა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მოვაჭრეებს საქონელი უკვე დაკლული ჰყავდათ, იმ დღეს ხორცის გაყიდვის ნება მისცეს.

როგორც მაშინ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, ადგილობრივმა საოპერაციო შტაბმა ბაზრების დახურვის გადაწყვეტილება იქიდან გამომდმინარე მიიღო, რომ ის თავშეყრის ადგილს წარმოადგენს, სადაც დიდი რისკია, რომ ვირუსის გადაცემის კერა გაჩნდეს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაზარი /