უმუშევრად დარჩენილი ადამიანები 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ
საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად
დარჩენილ ადამიანებს დაეხმარება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა
გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
„ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში,
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური,
რომელიც ოფიციალურად მუშაობდა, აღარ აქვს შემოსავალი და ვეღარ იღებს
ხელფასს, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით
6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად ისინი
მიიღებენ 200 ლარს. ჩვენთვის კრიტიკულად მ ნიშვნელოვანი იყო ამ
დახმარების მდგრადობა. “,- განაცხადა გახარიამ.
მთლიანობაში მთავრობა მიზნობრივი სოციალური დახმარებისთვის 460
მილიონს გამოყოფს. ამ თანხით, მათი გაანგარიშებით, დაახლოებით 350 000
მოქალაქეს დაეხმარებიან.
მასალის გამოყენების პირობები