მარტოხელა მოხუცის დასახმარებლად ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია თანხას აგროვებს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დედისფერულში მცხოვრები ხანდაზმულის
დასახმარებლად მერიის ყველა სამსახურის თანამშრომლები თანხას
აგროვებენ.
ომარ ჯველაური ფიცრულში მძიმე პირობებში მარტო ცხოვრობს.
მას არც საწოლი აქვს, არც ტელევიზოტი და ამ დრომდე ელექტროენერგიის
გარეშეა დარჩენილი.
ახმეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის განმარტებით, მას მარტოხელა
ადამიანის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს, რის
შემდეგად მოხუცის დასახმარებლად მერიამ შესამაბისი გადაწყვეტილება
მიიღო.
"მერია უკვე აქტიურად მუშაობას ამ ადამიანის დასახმარებლად. თითოეული
თანამშრომელი მზად არის გაიღოს გარკვეული თანხა, რაც მოგვცემს
შესაძლებლობას, ხანდაზმულს შევუქმნათ საცხოვრებლად ელემენტარული
პირობები. გადაწყვეტილია, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მისთვის
ელექტროენერგით მომარაგება, უზრუნველყოფილი იქნება საოჯახო ავეჯით და
საწოლით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ადამიანის დასახმარებლად "-
ამბობს ახმეტის მერი.
მასალის გამოყენების პირობები