საზოგადოება
ადამიანებს, რომლებსაც ხელფასი აღარ ერიცხებათ, დახმარების მისაღებად დოკუმენტაციის წარდგენა არ სჭირდებათ
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაიამ COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური, ან არიან უხელფასო შვებულებაში და თანხა აღარ ერიცხებათ, სოციალური დახმარების მისაღებად არავითარი საბუთის წარდგენა არ დასჭირდებათ.

მისივე თქმით, დამქირავებელი გათავისუფლებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის შემოსავლების სამსახურს, რომელიც თავის მხრივ, ამ პირთა სიას დასაქმების სააგენტოს წარუდგენს. თამარ ბარკალაიას განცხადებით, თვეში 200- ლარიანი დახმარების გაცემა ამ სიების მიხედვით მოხდება.

„დაქირავებით დასაქმებული ადამიანები, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი, ან არიან უხელფასო შვებულებაში გაშვებულები, ან არიან სამსახურიდან გათავისუფლებული, ამ შემთხვევაში მიიღებენ თვეში 200 ლარის ოდენობის დახმარებას 6 თვის განმავლობაში, ჯამში 1 200 ლარს. აღნიშნული სიები შემოსავლების სამსახურის მიერ იქნება წარმოებული, რომელიც დასაქმების სააგენტოს წარუდგენს. ოფიციალურად დაქირავებით მომუშავე ადამიანებს,რომლებიც ფორმალურ დასაქმებას ეწეოდნენ არ დასჭირდებათ არავითარი დამატებითი საბუთების წარდგენა და დამატებისთი რეგისტრაცია. მათი დამსაქმებელი, ისევე, როგორც მანამდე აკეთებდა ყოველთვიურად ანგარიშგებას, გააკეთებს ანგარიშგებას შემოსავლების სამსახურში, მიაწვდის ინფორმაციას გათავისუფლებული ადამიანების შესახებ და ავტომატურად მოხდება გადარიცხვები მათ ანგარიშებზე“, - აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google