საზოგადოება
გიორგი ბოტკოველი მთავრობას ანტიკრიზისულ გეგმას უწუნებს
„ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი ბოტკოველი მთავრობას ანტიკრიზისულ გეგმას უწუნებს და ხალხის რეალურად დახმარებისკენ მოუწორებს.

"ეს არ არის ხალხის და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა, გასცენ პასუხი ამდენ გაჭირვებულ გლეხს" - ამბობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში მოსახლეობასთან შეხვედრაზე მყოფი გიორგი ბოტკოველი.

მისივე თქმით, ანტიკრიზისულ გეგმაში არ მოხვდა თვითდასაქმებული მევენახე, რომლის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა.
მისივე მტკიცებით, 300-ლარიანი ვაუჩერი, რომელსაც თვითდასაქმებული სპეციალური ცნობის წარდგენის შემდეგ მიიღებს, ხალხის მორიგი მოტყუბაა.

"ვფიქრობდით, ჩვენი ჯიბრით დახმარებას გაზრდიდნენ და ხალხზე მორგებულ გეგმას შეიმუშავებდნენ. აი, ახლა ვართ სოფელ ბუშეტში, თუნდაც ამ სოფლის მაგალითზე რომ ვთქვათ, ხალხი არის დასაქმებული სოფლის მეურნეობით, ამათ სად უნდა აიღონ ცნობა, რომ დახმარება მიიღონ?! ეს არის ხალხის მოტყუების მცდელობა, ეს არის „ქართული ოცნების“ და მათი მხარდამჭერების კრიზისიდან გამოყვანის გეგმა. მოვუწოდებ მთვარობას, გაითვალისწინოს ამ ხალხის მდგომარეობა," - თქვა გიორგი ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულია თვითდასაქმებულების დახმარება ერთჯერადად 300 ლარით, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს ან იმყოფებიან უხელფასო შევებულებაში, მთავრობა 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დაეხმარება.


| Print |
FaceBook Twitter Google