საზოგადოება
ყვარელში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება არ იგეგმება
ამ დროის მონაცემებით ყვარელში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება არ იგეგმება. ამის შესახებ განცხადება დღეს კახეთის გუბერნარტორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

„ჩვენ გუშინაც ვსაუბრობდით, რომ შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. დღევანდელი დილის კვლევებით და შედეგებით
რაც ვიცით, არცერთი ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება, ამიტომ რეჟიმი არ იცვლება. უბრალოდ, შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ ყველა იმ კონტაქტის საბოლოოდ გადამოწმებას, რომ არცერთი გადაუმოწმებებელი ფაქტის არ დაგვრჩეს, შესაბამისად, ამ ეტაპზე ზომები არ მკაცრდება.“ განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა კახეთში გუშინ გამოვლინდა. პირველი დაინფიცირებული ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების და ევექსის ექიმია.

დადგენილია მასთან კონტაქტში მყოფი 147 პირი. 62 მათგანზე ტესტირება ჩატარებულია და PCR კვლევით პასუხები უარყოფითია.

| Print |
FaceBook Twitter Google