საზოგადოება
თელავის მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათები დარიგდა
თელავის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის სასურსათო კალათების დარიგება გრძელდება, ასევე დაიწყება სურსათის გაცემის მეორე ეტაპი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის. ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა განაცხადა.


„მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით პროდუქტები დაახლოებით 3000 ოჯახს გადაეცა. ვიწყებთ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სასურსათო კალათების გადაცემის მეორე ეტაპს. პირველ ეტაპზე არამალფუჭებადი პირველადი პროდუქტები 3140 აღსაზრდელზე გაიცა და მეორე ატაპოზეც იგივე რაოდენობაზე დავარიგებთ.“

როგორც ქვემო ხოდაშენში მცხოვრები ნინო ქართველიშვილი ამბობს, ეს დახმარება მათთვის, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, დროული იყო.


| Print |
FaceBook Twitter Google