საზოგადოება
დღეიდან იუსტიციის სახლები გაიხსნა
დღეს, 5 მაისიდან იურსიტიციის სახლები და მომსახურების ცენტრები გაიხსნა, თუმცა გარკვეული დადგენილი წესებით იმუშავებენ. - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მოქალაქეები ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე შენობაში ვერ მოხვდებიან. დაჯავშნა ხდება ონლაინ პორტალზე my.gov.ge, სადაც უნდა მიეთითოს სასურველი დღე და დრო.

"ეს ეხება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მისაღებ ყველა იმ სერვისს, რომელსაც თქვენ ვირუსის გავრცელებამდე იღებდით. ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, ეს არის რიტუალის მეშვეობით ქორწინების სერვისი, ვინაიდან ეს სერვისი გულისხმობს გარკვეული ოდენობის ადამიანების ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში", - ამბობს წულუკიანი.

მისივე თქმით, შენობაში არ დაიშვებიან არასრულწლოვნები, დანარჩენ მოქალაქეებს კი აუცილებლად უნდა ეკეთოთ პირბადე.

როგორც წულუკიანი აცხადებს, ეს დროებითი წესი იმოქმედებს, მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის ვადით.
| Print |
FaceBook Twitter Google