საზოგადოება
თუშეთის გზაზე სამაშველო სამუშაოები ხვალ განახლდება
ცუდი ხილვადობის გამო ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე სამაშველო ოპერაცია რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ, ცოტა ხნის წინ შეწყდა. 62 წლის კაცის სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან ისევ განახლდება.

შემთხვევის დროს გადარჩა 55 წლამდე კაცი. ის ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს. მას ფეხია აქვს მოტეხილი.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ თუშეთის გზის 36-ე კილომეტრზე მოხდა. ზვავი იმ დროს ჩამოწვა, როცა კომპანია "თუშეთისგზის" თანამშრომელები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google