საზოგადოება
სამზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვა იხსნება
ორშაბათიდან ქვეყანაში დასაშვები იქნება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში სამ კაცზე მეტის შეკრება, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება ქვეყანაში ეპიდემიურივითარების შედარებით დასტაბილურების გამო მიიღეს.

თუმცა, შეზღუდვის მოხსნა არ ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადაადგილებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა", - აცხადებს პრემიერი.




| Print |
FaceBook Twitter Google