საზოგადოება
სილამაზის სალონები 18 მაისიდან გაიხსნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 18 მაისიდან გაიხსნება სილამაზისა და ესთეტიური სალონები.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ და გარკვეული ნაბიჯები გახსნასთან დაკავშირებით ცოტა ადრე გავაკეთოთ. ამ შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური სალონები, რაც ვფირქობ, მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
| Print |
FaceBook Twitter Google