საზოგადოება
ზოგიერთი შეზღუდვა, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კვლავ შენარჩუნდება
პრემიერ-მინისტრ, გიორგი განახარას განცხადებით, საგანგებო რეჟიმის შეზღუდვა მოიხსნა და ამას მოყვება გარკვეული შემსუბუქებები, თუმცა ძალაში რჩება შეზღუდვები ზოგიერთ ეკონომიკურ საქმიანობაზე, საქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებაზე და სხვა.


„იძულებულები ვართ, რომ შევინარჩუნოთ გარკვეული სახის შეზღუდვები. მაგალითად, გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების და ასევე საზღვრებზე კონტროლის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველო თუ არის წარმატებული კოვიდის გავრცელებასთან ბრძოლაში, წარმატებული არის მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავდგით დროული პრევენციული ნაბიჯები. პირველი რიგში, კონტროლი საზღვრებზე. ჩვენ შევძელით არ დაგვეშვა იმპორტირებული ინფექციის გავრცელება ქვეყანაში,“ - განაცხადა პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

პრემიერის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეზღუდვა, რომელიც ეხება ერთ ავტომობილში არაუმეტეს სამი ადამიანის განთავსებას, გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს.


| Print |
FaceBook Twitter Google