საზოგადოება
გურჯაანში ორ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით სამშენებლო კომპანიებთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.

„გაკეთდება სოფელ გურჯაანის ნომერ პირველი და არაშენდის საბავშვო ბაღები. სოფელ გურჯაანში მოხდება მთლიანი შენობის რეაბილიტაცია და მოეწყობა ცენტრალური გათბობა. რაც შეეხება არაშენდის ბაღს, იქ შეიცვლება სახურავი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. აქაც გაკეთდება ცენტრალური გათბობა. გარდა ამისა, იგეგმება სხვა ბაღებში სველი წერტილების რეაბილიტაცია. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს სამუშაოების დასრულების ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვთ.“

მისივე თქმით, სოფელ გურჯაანის ბაღის რეაბილიტაციისთვის 76 ათას 149 ლარია განსაზღვრული, ხოლო არაშენდის ბაღისთვის - 180 ათას 271 ლარი.

| Print |
FaceBook Twitter Google