საზოგადოება
გურჯაანის ბაზარი რამდენიმე დღეში გაიხსნება
შაბათს, 6 ივნისს გურჯაანის აგრარული ბაზარი ფუნქციონირებას განაახლებს. ბაზრის დირექტორის, ლამარა აკოფაშვილის განმარტებით, ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

„მოიხრეშა გზა. შემოსასვლელში ისხმება ცემენტი. გაკეთდება რკინის კარები. ორ დღეში დასრულდება ტუალეტის მოწყობაც. მოვაჭრეები უკვე გაფრთხილებულები არიან და შაბათს დილით ბაზარი გაიხსნება. სურსათის უვნებლობიდან გუშინაც იყვნენ წარმომადგენლები, ტერიტორია დაათვალიერეს და თქვეს, რომ ყველაფერი ნორმაშია. “

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის აგრარული ბაზარი საგანგებო სიტუაციის გამო, 6 აპრილიდან დაიხურა.

| Print |
FaceBook Twitter Google