საზოგადოება
პლეხანოვიზაცია გურჯაანში, როგორ შეიცვლება ქალაქის იერ-სახე
ქალაქ გურჯაანში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება. მერის მოადგილის თეიმურაზ ზავრაშვილის თქმით, ექვსი ქუჩა მოეწყობა.

„განახლდა ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩამოსული იყო ჯგუფი და ქალაქის დათვალიერების შემდეგ, დადგა საკითხი, რომ განახლდეს საბაგირო გზა. რადგან მისი ცალკე აღდგენა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ გადაწყდა, რომ საბაგირო გზის პროექტი მიებას ქალაქის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციას. ხუმრობით ამას „პლეხანოვიზაციას“ ეძახიან. მოხდება დაახლოებით ექვსი: ნონეშვილის, სანაპიროს, თამარ მეფის, რუსთაველის, გურამიშვილისა და თავისუფლების ქუჩების რეაბილიტაცია. პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი წინააპირობაა ე.წ „ტოპო რუკა“. ჩვენ შევიძინეთ ეს რუკა, სადაც დეტალურად არის ასახული აღნიშნული ქუჩები. ეს არის პირველი ნაბიჯი და მას ეტაპობრივად მივყვებით. როდის დაიწყება სამუშაო პროცესი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.“ 

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში ამ ქუჩებზე შეიცვლება გარე ფასადები, განათება და გამწვანების სისტემა. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ზოგან დაიგება ქვაფენილი.

| Print |
FaceBook Twitter Google