საზოგადოება
კისისხევში ეკლესიასთან მიმავალი გზა კეთდება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ნათლისმცემლის ეკლესიისკენ მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ როუდ სოლუშენი“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება 550 მეტრის სიგრძის გზა, მოეწყობა სანიაღვრე არხი. გზის რეაბილიტაცია 
ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 379 973 ლარით ფინანსდება.
| Print |
FaceBook Twitter Google