საზოგადოება
„სიკეთე ადამიანების გადასარჩენად" ააიპ დედოფლისწყაროს ქალები ღია საზოგადოიების მიერ დაფინანსებულ პროექტს იწყებს [R]
პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის დღეს ააიპ „დედოფლისწაყროს ქალებმა" დაიწყო ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის „სიკეთე ადამიანების გადასარჩენად" განხორციელების პირველი ეტაპი.

ააიპ დედოფლისწყაროს ქალები 2015 წელს ჩამოყალიბდა და ის ფემინიზმს ემსახურება. ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელიც იძლევა მუნიციპალიტეტში მაგალითს, თუ როგორ შეიძლება ქალთა შესაძლებლობებმა შეძლონ გაჭირვებული თანამოქალაქეების ცხოვრების პირობების უკეთესობისკენ შეცვლა.

როგორც „დედოფლისწყაროს ქალების" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლალი მეხრიშვილი აღნიშნავს. ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტი „სიკეთე ადამიანების გადასარჩენად" სამთვიანია და მთლიანობაში 46 ბენეფიციარის დახმარებას ითვალისწინებს სიღნაღსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში.

პირველ ივნისს დედოფლისწყაროს ქალების დირექტორმა ასლარიანი დახმარების პაკეტი დედოფლისწყაროს ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორთან, მანანა მაჭარაშვილთან ერთად,  გაჭირვებულ მოხუცებს, მრავალშვილიანებს და შეჭირვებულ ინტელიგენციას გადასცა.

პაკეტში შედიოდა კილონახევარი საქონლის ახალი ხორცი, კილოგრამი კარაქი, 700 გრამი არაჟანი, შაქარი, ცხიმი და სხვა სასურსათო პროდუქტი თუ სამომხმარებლო ნივთი. როგორც ქალბატონი ლალი აღნიშნავს, შემდეგი აქცია სიღნაღის მუნიციპალიტეტში გაიმართება. ამჟამად მიმდინარეობს კვლევა, ვის შეიძლება გაუწიონ სიღნაღში დახმარება.








გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება
შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის
პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |
FaceBook Twitter Google