საზოგადოება
გურჯაანში შუქნიშნების მონტაჟი დაიწყო
ქალაქ გურჯაანში ორ ლოკაციაზე შუქნიშნების მონტაჟი დაიწყო. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, სამუშაოები უკვე დაწყებულია.


„ბეტონი ჩასხმულია და მონტაჟიღაა დარჩენილი. სამუშაოებს შპს „გზაჯვარედინი“, ასრულებს. მონტაჟისთვის 140 ათასი ლარია გათვალისწინებული. დასრულების სავარაუდო თარიღი 15 ივნისია.“
შეგახსენებთ, რომ შუქნიშნების მონტაჟი მეოთხე საჯარო სკოლის ასასვლელთან და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. აღნიშნულ ლოკაციებზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება, სწორედ ამიტომ, მოსახლეობა წლებია ამ ტერიტორიებზე შუქნიშნების მონტაჟს ითხოვს.

| Print |
FaceBook Twitter Google