საზოგადოება
დღეს დავით გარეჯელის ხსენების დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს. გარეჯობა მოძრავი დღესასწაულია და ამაღლების მეორე ხუთშაბათს აღინიშნება.

დავით გარეჯელი, ერთ-ერთი ასურელი მამაა, რომლის მოღვაწეობამაც ხელი შეუწყო საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცებას და ჯერ კიდევ შემორჩენილი წარმართი მოსახლეობის გაქრისტიანებას
იგი წმინდა მამა იოანე ზედაზნელის სულიერი შვილი გახდა და მე-6 საუკუნეში 12 ასურელ მამასთან ერთად მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად საქართველოში შემოვიდა. მამა დავითმა სამოღვაწეოდ ჯერ თბილისი აირჩია. თავის მოწაფესთან და სულიერ შვილთან, ბერ ლუკიანესთან ერთად იგი ქალაქის დასავლეთით მდგარი მთის ფერდობზე, გამოქვაბულში დასახლდა, სადაც პატარა სამლოცველო მოაწყო. იმდროინდელი თბილისი ცეცხლმსახურებს ეპყრათ. მამა დავითმა ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ბევრი ცეცხლმსახური მოაქცია. შემდეგ სამოღვაწეოდ გარეჯის უდაბნო აირჩია, სადაც თანამოაზრე ბერებთან ერთად მონასტერი დაარსა.
წმ. დავით გარჯელის სახელს უკავშირდება ასევე მადლის ქვა, რომელიც წმ. მამამ იერუსალიმის მოლოცვის შემდეგ საქართველოში წამოიღო.

წმინდანი დავითის ლავრის მთავარ ტაძარშია დასაფლავებული.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დავით გარეჯი /