საზოგადოება
გურჯაანის ბაზარმა მუშაობა განაახლა
დღეიდან გურჯაანის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა. როგორც speqtri.ge-სთან საუბარში ბაზრის დირექტორმა, ლამარა აკოფაშვილმა აღნიშნა, მათ უკვე შეიძინეს ყველა საჭირო აღჭურვილობა, რაც უსაფრთხოების წესების დაცვისთვის არის აუცილებელი.

„ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა. ყველანაირად მომზადებული ვართ მოვაჭრეებისა და მომხმარებლების მისაღებად. ვიყიდეთ თერმომეტრები და სადეზინფექციო ხსნარი. ბაზარს აქვს ერთი შემოსასვლელი და ერთი გასასვლელი კარი. მომხმარებლების გადაადგილებას ტერიტორიაზე ჩვენი თანამშრომლები გააკონტროლებენ.“
მისივე თქმით, ამჟამად ბაზარში კიდევ მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, მაგრამ ამით ხელი არავის შეეშლება. ადმინისტრაცია ყველა რეგულაციას ითვალისწინებს.

მნიშვნელოვანია ის , რომ მომხმარებლები და მოვაჭრეები ბაზარში პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google