საზოგადოება
გურჯაანის ახლადგახსნილ ბაზარში მოვაჭრეები არ შევიდნენ
დღეს გურჯაანის აგრარული ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა მოვაჭრეები ტერიტორიაზე არ შევიდნენ.


როგორც ჩვენთან საუბარში ბაზრის დირექტორმა ლამარა აკოფაშვილმა აღნიშნა, ისინი ბაზარში შესვლას ორშაბათს აპირებენ.
„ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა, მაგრამ მოვაჭრეები ორშაბათამდე არ შემოდიან. ამბობენ, საქონელი უნდა ამოვყიდოთ, ახალი მოვიტანოთ და მერეო. ჩვენ მათ ძალას ვერც შემოსვლაზე დავატანთ და ვერც გასვლაზე.“
Speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნული ინფორმაცია მოვაჭრეებმაც დაადასტურეს. მათი ერთი ნაწილის თქმით, ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობა უფრო კომფორტულია, ვიდრე ქუჩაში.

დღეიდან ბაზარში შემსვლელი ყველა პირი, როგორც მომხმარებელი, ისე მოვაჭრე, ვალდებულია ატაროს პირბადე. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გურჯაანის ბაზარი 6 აპრილიდან დაიხურა.

| Print |
FaceBook Twitter Google