საზოგადოება
საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა დღეიდან მუშაობა განაახლა
დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს. გადაადგილებას შეძლებენ საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები და ავტობუსები.

დასაშვები ხდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა კონკრეტულად მეორე და მესამე კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. საქალაქთაშორისო ტრანსპორტში მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან, ეკეთოთ პირბადე და დაიცვან აუცილებელი ნორმები.

მძღოლები ვალდებულები არიან მუდმივად განხორციელონ სალონის განიავება. რაც შეეხება სარკინიგზო მიმოსვლას, მგზავრთა გადაყვანა სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება.

დღეიდან ასევე ნებადართულია დახურულ სივრცეში  რესტორნებისა და კაფე-ბარების მუშაობა.
| Print |
FaceBook Twitter Google