საზოგადოება
ათ პირს კახეთში კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. 8 ივნისის მონაცემებით თვითიზოლაციაში იმყოფება 1 მოქალაქე. 1 მოქალაქე მოიხსნა თვითიზოლაციიდან. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 4 ლოკაციაზე იმყოფება 99 მოქალაქე.


ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები. 7 ივნისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 10 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4636 ნიმუში, აქედან 1484 მედპერსონალია, 1728 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 223, ტრაილერის მძღოლი 33.

| Print |
FaceBook Twitter Google