საზოგადოება
როგორი ზაფხული იქნება წელს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზაფხულში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი დაფიქსირდება.

უწყების ინფორმაციით, რაც შეეხება ნალექების რაოდენობას, აღმოსავლეთ საქართველოში საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები, ხოლო დასავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებში იქნება.
სპეციალისტები სეზონის განმავლობაში, ცალკეულ დღეებში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40, მთიან რაიონებში +36, +39, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ.



| Print |
FaceBook Twitter Google