საზოგადოება
სოფლის პროგრამების განხორციელება 15 ივნისიდან დაიწყება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, გამარჯვებულ კომპანიებთან უკვე ფორმდება ხელშეკრულებები.

„ სოფლის პროგრამების განხორციელება, კორონავირუსის გამო, ცოტა შეფერხდა. დაწყებულია ხელშეკრულებების გაფორმება, სავარაუდოდ, ეს პროცესი კვირის ბოლოს დასრულდება და 15 ივნისიდან სამუშაოები ოცდაათივე სოფელში დაიწყება. მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტად წელს გარე-განათება, სკვერების, წყლის ქსელებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელა.“

მისივე თქმით, წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 520 ათასი ლარია გამოყოფილი.

| Print |
FaceBook Twitter Google