საზოგადოება
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია
კახეთში 8 ივნისს აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 32 ნიმუშიდან ყველა ნეგატიურია. ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება 1 მოქალაქე. მოხსნით არავინ მოხსნილა.

რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 4 ლოკაციაზე 122 მოქალაქე იმყოფება. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4668 ნიმუში, აქედან 1495 მედპერსონალია, 1733 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 223, ტრაილერის მძღოლი 33.

| Print |
FaceBook Twitter Google